რთველი ჩვენ ვენახებში იწყება სექტემბრის შუა რიცხვეში. კრეფა მიმდინარეობს ხელით.
თავდაპირველად საფერავის და შავკაპიტოს ჯიშის ყურძენი გადაირჩევა, იმისთვის, რომ გაერიდოს დაზიანებული მარცვლები და შემდგომ გაიშალოს ლასტებზე, რათა დაიწყოს დაჩირების პროცესი.
ერთთვიანი დაქიშმიშების პროცესში ყურძენი კარგავს 30-40% წონას და მარცვლებში მიმდინარეობს სტრუქტურული ცვლილება
შემდგომ ხდება სეპაჟი ოცხანურ საფერესთან, სამივე ჯიშის ყურძენი იწურება ქვევრში, ფერმენტაცის პროცესი მიმდინარეობს ნელი დუღილის პირობებში და გრძელდება 1 თვე.
დუღილის პროცესში, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ჭაჭის დარევა მიმდინარეობს ხელით, დღეში რამოდენიმეჯერ.
დადუღებული ღვინო ილუქება და ყოვნდებაა 1 წელი ქვევრში, სადაც მიმდინარეობს ღვინის დასვენება, - ჩამოყალიბების და ჰარმონიზაციის პროცესი.
შემდეგ ღვინო გადადის მუხის კასრებში და ვარგდება ხანგრძლივად .ჩამოყალიბებული ღვინო ისხმევა ბოთლებში, სადაც გრძელდები მისი საბოლოო ხასიათის შეძენა და დახვეწა.