ჩვენ შესახებ

გასულ საუკუნეში, ჩემი წინაპრების მიერ, კახეთში, სოფელ თოხლიაურში, გაშენდა საფერავის ჯიშის მცირე ვენახი. აქედან მოყოლებული, ჩვენ ოჯახში საფუძველი ჩაეყარა, ღვინის ქვევრში დაწურვას.


ერთ წელიწადს ვერ მოხერხდა ყურძნის დროულად დაკრეფა და ყურძენი დაქიშმიშდა ვენახში. დაქიშმიშებული ყურძნის ჩაწურვას საინტერესო შედეგი მოჰყვა: მივიღეთ სრულიად განსხვავებული გემოსა და არომატის მქონე ღვინო. ის, თავისი სტრუქტურით, ალკოჰოლის შემცველობით და, რაც მთავარია, გემოვნური თვისებებით, რადიკალურად განსხვავდებოდა ჩვეულებრივი ქვევრის საფერავისგან. სწორედ ასე დაიბადა ახალი ტიპის ღვინის წარმოების იდეა.


2004 წელს გავაშენეთ დიდი ვენახი სოფელ თოხლიაურში,ზღვის დონიდან 650 მეტრზე ხოლო 2016 წელს შეიქმნა პირველი ღვინო „დეკანოზიშვილი“-ს ბრენდით, რომელშიც ჩადებულ იქნა დაქიშმიშებული ყურძნისგან ღვინის დაყენების მრავალწლიანი გამოცდილება.


ვიმედოვნებ, რომ ის თქვენშიც ჰპოვებს დაფასებას და დაიმკვიდრებს ადგილს რჩეულთა შორის.

გიორგი დეკანოზიშვილი